Wednesday, June 13, 2012

Georgian Fashion Week

"მოდა სიმახინჯის ჩვეულებრივი ფორმაა, თანაც, ისეთი აუტანელი, რომ ექვს თვეში ერთხელ თუ არ გამოცვალე, ვერ გაუძლებ".- ოსკარ უაილდის ეს სიბრძნე საქართველოში ბოლო დროს მეტად სერიოზულად აღიქვეს. მხოლოდ შარშან "ქართული მოდა" ოთხჯერ გამოიცვალა: ჩატარდა ოთხი მოდის კვირეული, ორი სხვადასხვა ჯგუფის მიერ ორგანიზებული. მოდის პირველი კვირეული - Georgian Fashion Week - 2010 წლის 26 მარტს გაიხსნა. ერთ თვეში ქართველი დიზაინერების შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციები ისევ გამოიფინა, ამჯერად თბილისის მოდის კვირეულის სახელით, სხვა შენობაში და განსხვავებული ჯგუფის ორგანიზებით. თუ პირველი ღონისძიება პარიზში მოღვაწე დიზაინერმა ირაკლი ნასიძემ გახსნა, მეორის ორგანიზატორები ამაყობდნენ იმით, რომ მათ სტუმრებს ვიდეოჩანაწერით თავად რობერტო კავალი მიესალმა. საქართველოს მოდის კვირეულის ოფიციალური ორგანიზატორი კომ­პა­ნია Fashion Group - ია, რო­მე­ლიც 2009 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მოდის კვირეულზე შემოდგომა-ზამთარი 2011/12 წლის კოლექციებს წარმოადგინა 16 ქართველმა (+ newcomers) და 4 უცხოელმა დიზაინერმა. საქართველოს ეწვევივნენ მსოფლიო მოდის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები: მოდის კრიტიკოსები, ჟურნალისტები, რედაქტორები, PR მენეჯერები და დიზაინერები.საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთდღიანი ფესტივალი A Shaded View of Fashion Film, რომელიც თავად დამაარსებელმა დაიან პერნე წარადინა, რომელიც ცნობილი და გავლენიანი პერსონაა მოდის სფეროში. Diane Pernet მოდის კვირეული გახსნა ცნობილმა ფრანგი კოლექციონერმა ბასტიენ დე ალმეიდა ვიტნაჟის სტილის კოსტუმების გამოფენით. Bastiendealmeida Bda საქართველოს მოდის კვირეული უკვე შევიდა ოფიციალურ კალენდარში და თარიღიც მოდის კვირეულების განრიგის მიხედვით დაინიშნა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოდის კვირეული ოფიციალურ რანგზეა. Georgian Fashion Week-ის მიზანია ქართული მოდისა და კულტურის მეშვეობით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია და ინტეგრაცია მსოფლიო მოდის ბიზნესში. საქართველოს მოდის კვირეული უკვე მესამედ ჩატარდება. წინა მოდის კვირეულში მონაწილეებმა უკვე გამოთქვეს სურვილი კვლავ ეწვიონ საქართველოს და გაეცნონ სიახლეებს ქართული მოდის სფეროდან. თუკი თვალს მიადევნებდით უცხოურ პრესას დააფიქსირებდით, რომ საგრძნობლად იმატა ინტერესმა საქართველოს რეგიონის მიმართ. მრავალმა საიტმა თუ ჟურნალმა გააშუქა საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერების, მოდელების და ჩვენი ქვეყნის შესახებ. დაიწერა უამრავი საინფორმაციო სტატია და დღეს უკვე გვაქვს საშუალება ქართული ნაწარმი მსოფლიო ბაზარზე გავიტანოთ, ჩვენი სიახლეები პერიოდულად მივაწოდოთ უცხოურ პრესას, რომლებიც უკვე კარგად გვიცნობენ.

პრობლემები მოდის ბიზნესში და გადაჭრის გზები

საქართველოში მოდის ბიზნესში მთავარ პრობლემად უსახსრობას მიიჩნევენ, ამბობენ რომ კარგი პროდუქციის შესაძენად საჭიროა ფინანსები, რომლებიც საქართველოში არ არსებობს,,მე ვთვლი რომ ქართული მოდის პარადოქსი ისაა რომ ყველას სურს, რომ იყოს მოდელი ან დიზაინერი.. აღსანიშნავია ის პრობლემური ფაქტიც, რომ რომ ბაზარზე მოთხოვნას კლიენტები კი არა, ერთჯერადი, თუნდაც მსხვილმასშტაბიანი ღონისძიება ქმნის. დიზაინერები კი საკუთარ ნამუშევრებს წელიწადში ოთხჯერ გამართული მოდის კვირეულებისთვის უფრო ქმნიან, ვიდრე - კონკრეტული მომხმარებლისთვის. საინტერესოა კითხვაზე პასუხი, თბილისში მოდურად ჩაცმული საზოგადოება დადის? ზოგისთვის მოდა ის არის, რაც მას უხდება. ზოგს მოსწონს, რაც ხდება ქართული მოდის ბიზნესში, ზოგი კი აპროტესტებს და ამბობს, რომ ზღვარს გადავიდა ქართველ დიზაინერთა გარკვეული ნაწილის ე. წ „ორიგინალური ხედვა“ და შესაბამისად, ქალი ქალს არ ჰგავს და მამაკაცი მამაკაცს. მოდის კულტურას კი სწორედ ეს განსაზღვრავს, რომ ადამიანმა თავისი სახე არ უნდა დაკარგოს. მოკრძალებული, ავანგარდული, თავისუფალი, კლასიკური, სპორტული სტილი თუ სხვა... ეს ის ჩამონათვალია, რომელზეც დღეს, მსოფლიოში ყველა დიზაინერი მუშაობს და საინტერესო ნამუშევრებსაც გვთავაზობენ. დღითიდღე ვითარდება ეს სფერო, ნიჭიერ დიზაინერთა რიგებს ემატება ახალი სახეები და ყოველთვის იქმნება ახალი და საინტერესო. ამ სფეროში რჩებიან ისინი, რომლებიც ზუსტად პასუხობენ გამოწვევებს და უსწრებენ დროს, მაგრამ მიდიან ისინი, რომლებმაც თქვეს თავისი სათქმელი, მაგრამ... პრობლემად მიიჩნევა ასევე ისიც რომ ზოგიერთი დიზაინერი კლიენტს ატყუებს და ხარისხიანი პროდუქციის ნაცვლად უხარისხოს სთავაზობს მაღალ ფასად...ინფორმაცია დიზაინერების შესახებ თბილისში, ძირითადად, კლიენტების მონაყოლით ვრცელდება. შემთხვევამ, რომელიც ერთ-ერთ გოგონას ქართველ დიზაინერთან საქორწილო კაბის შეკვეთისას გადახდა თავს, შეიძლება, ამ დიზაინერს საგრძნობლად შეუმციროს კლიენტურის წრე: გოგონას მოდელის შერჩევისას უთხრეს, რომ კაბის მთავარი ღირსება ბაფთა იქნებოდა, რომელსაც საფრანგეთიდან გამოწერილი ძვირფასი ქსოვილით შეკერავდნენ. კაბის ფასს სწორედ ეს ქსოვილი ცვლიდა, თუმცა, პატარძალი დათანხმდა, საკმაოდ სოლიდური თანხა ერთ ექსკლუზიურ დეტალში გადაეხადა. რამდენიმე დღის შემდეგ, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ეს ქსოვილი თბილისშიც იყიდება და ერთი მეტრი 11 ლარი ღირს. კიდევ ერთი პრობლემა Fashion Week-ებია...რობ­ლე­მა ისაა, რომ კო­ლექ­ცი­ე­ბის თუ მთლი­ა­ნი არა, დი­დი ნა­წი­ლი უკ­ვე მრა­ვალ­ჯერ გა­და­ღე­ჭი­ლი იდე­ე­ბის ხში­რად უხა­რის­ხო მი­ბაძ­ვაა. გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებს არ ყოფ­ნით ძა­ლა, დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვიდ­ნენ და შექ­მნან თა­ვი­ან­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი ხელ­წე­რა რო­გორც სა­მო­სის შექ­მნის, ისე პერ­ფორ­მან­სის მხრივ. ეს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გა­ტა­ცე­ბა ია­პო­ნე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით კი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი იო­ჯი ია­მა­მო­ტო­სა და რეი კა­ვა­კუ­ბო­სად­მი, არა­ერთ კო­ლექ­ცი­ა­ში გა­მო­იკ­ვე­თა. იყო ასე­ვე რაფ სი­მონ­სის, ენ დე­მი­ულ­მე­ის­ტე­რის და რიკ ოუ­ენ­სის ქარ­თუ­ლი ას­ლე­ბი. ცხადია, რომ მოდის ბიზნესის განვითარება მხოლოდ დიზაინერის მონდომებაზე არ არის დამოკიდებული. მოდის გლამურული ჟურნალები უდიდეს როლს ასრულებენ ამ სფეროს პოპულარიზაციასა და მის კომერციულობაში. ეს სწორედ ის მტკივნეული წერტილია ქართული მოდის ბიზნესში, სადაც თითქმის არაფერი ხდება, სრული ვაკუუმია. პრობლემებია ქართველ მოდელებთან დაკავშირებითაც, ზოგიერთი მოდელი, და მოდელების უმრავლესობა მოდელობას პროფესიად არც აღიქვამს,მათ მოდელის სტატუსი მხოლოდ პირადი ცხოვრების მოწყობისთვის სჭირდებათ, და უნდა ითქვას ისიც რომ მოდელებს აკლიათ ზოგადი განათლება, რაც აუცილებელია არა მარტო სამოდელო, არამედ ყველა სფეროში... პრობლემების გადაჭრა ყველა ზემოთამოთვლილმა უნდა სცადოს, მაგალითად მოდელისათვის აუცილებელია ინდივიდუალიზმი,იყო მოდელი ეს ნიშნავს იყო ქამელეონი. იყო მოდელი ნიშნავს იაზროვნო. აზროვნებისთვის აუცილებელია განათლება, ზოგადიც და ვიწრო პროფილურიც(მოდის ისტორია, დიზაინერები, მოდელები, კულტურა, ხელოვნება).თუ უეცრად გადასაღებ მოედანზე გითხრეს, რომ დღეს მარლენ დიტრიხის სახე უნდა შექმნა უნდა იცოდე ვინ არის დიტრიხი. არავის არ აინტერესებს, გეძინა, ჭამე, ცუდად იყავი თუ თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა შენ მაინც უნდა იმუშაო. რაც შეეხება დიზაინერებს აქაც ინდივიდუალურობააა მთავარი, და აუცილებლად უნდა შექმნან ხარისხიანი პროდუქცია...

ცნობილი ქართველი მოდელები

რა არის საჭირო წარმატებული მოდელის სახელის მოსაპოვებლად–კარგი გარეგნობა, ლამაზი ღიმილი და ცოტაოდენი შარმი. მეორე მოსაზრებით, ამ ყველაფერს უნდა დაემატოს ჯანსაღი ფსიქიკა, მყარი ნერვები და უზუმო შრომა, რადგან ეს არის საქმე, სადაც წარმატების გზა ემოციურ ტკივილებზე გადის. ეს ყველაფერი არ სჩანს იმ რეალობაში, რასაც მთელი მსოფლიო კილომეტრებიან პოდიუმებსა თუ პრიალა ჟურნალების გარეკანებზე ჰხედავს. საქართველოს სამოდელო ბიზნესში მოღვაწე ადამიანები ირწმუნებიან,რომ ეს სფერო დღითიდღე ვითარდება. სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისთვის კი არგუმენტად მოჰყავთ, რომ რეგულარულად ეწყობა საერთაშორისო კონკურსები, მოდის კვირეულები, სხვადასხვა ფოტოპროექტები თუ გადაღებები, შესაბამისად მოდელებისთვის საქმე ბევრია. სამოდელო სააგნეტო ,,ნატალის“ ხელმძღვანელი, ქალბატონი ნატალი სამადალაშვილი მიიჩნევს,რომ მოდის ბიზნესს საქართველოში რეალური პერსპექტივები გააჩნია და თავად, მის თანამოაზრეებთან ერთად ერთ–ერთია, ვინც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კავკასიური სახეების პოპულარიზაციისთვის.საქართველოში ცნობილი მოდელებიდან გამორჩეულად აღსანიშნავია კრისტი ყიფშიძე, სალომე ღვინიაშვილი,თინატინ ნატროშვილი და ა.შ... კრისტი ყიფშიძე(პროფესიონალი მოდელი)აცხადებს: ,,ჩემი აზრით ქართულ სამოდელო ბიზნესში დიდი კონკურენცია არ არის, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან პატარა ბაზარია და უფრო შინაურული სიტუაციაა. მე უკვე 16 წელია ამ სფეროში ვარ და არ მახსოვს ჩემს მიმართ ვინმე ცუდად განწყობილიყო, ან მე ჩამეთვალა ვინმე ჩემს კონკურენტად. ამას ისიც განაპირობებს,რომ მოდელებს ერთმანეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. წლევანდელმა მოდის კვირეულმა გამახსენა ჩემი ბავშვობა, ასეთივე კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან ჩემი თაობის მოდელებს. ეკატერინე ჩუბინიძე( დამწყები მოდელი): ,,მე ვფიქრობ რომ მოდელის წარმატება ძირითადად დამოკიდეულია სააგენტოს ხელმძღვანელზე, თუმცა ცხადია დიდ როლს თამაშობს გოგონას ფიზიკური მონაცემები და იღბალიც. როდესაც მიდიხარ სააგენტოში და აჰყავხარ სააგენტოს ხელმძღვანელს, ჩნდება იმედი რომ შესაძლებელია გახდე წარმატებული. თანაც ხელმძღვანელი გპირდება, რომ ამაში ყველანაირად დაგეხმარება.საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა,რომ ეს დაპირება ხშირ შემთხვევაში უბრალოდ სიტყვებია. მე პირადად მივხვდი,რომ არ უნდა ვიყო დამოკიდებული,იმაზე თუ როდის გამიღიმებს ბედი და გადავედი სხვა სააგენტოში. მიმაჩნია რომ სწორად მოვიქეცი. რაც შეეხება შიგნით მიმდინარე სკანდალებსა თუ მოდელების დაპირისპირებას, რაც ძალიან ხშირია საქართველოს სამოდელო სააგენტოებში, ვთვლი რომ ამის მიზეზი არის ხელმძღვანელობის მიერ გოგონების დაუფარავი გამორჩევა.““ ზოგიერთი ქართველი მოდელი წარმატებით მოღვაწეობს საზღვარგარეთ, ერთერთია ქრისტინე ძიძიგური,რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს ქრისტინე ძიძიგური პარიზში ერთ-ერთი პრესტიჟული სამოდელო სააგენტოს “ელისეს” წარმატებული მოდელია. მისი სამოდელო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო. 2008 წელს ვიცე მის-საქართველო გახდა და მალაიზიაში, მის ტურიზმის საერთაშორისო კონკურსზე, მის პერსონას ტიტულით დაჯილდოვდა.,ქრისტინე ძიძიგურმა მცირე ხნის წინ პარიზულ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი. ის სულ მცირე ერთი წლით მსოფლიო მოდის დედაქალაქში გადაინაცვლებს და იქაური მოდის ინდუსტრიის ნაწილი გახდება. ეს ქართველი მოდელისთვის სერიოზული წარმატებაა..

ცნობილი ქართველი დიზაინერები

ერთერთი წარმატებული ქართული მოდის დიზაინერი დღესდღეობით ავთანდილ ცქვიტინიძეა. 2000 წელს გაიხსნა მოდის სახლი "ავთანდილი".. მისი კოლექციები წარმოდგენილი გახლდათ როგორც საქართველოს, ასევე მოსკოვის, კიევის, ათენის, ყაზახეთის მოდის კვირეულებზე..ავთანდილი არის დიზაინერი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა. სად, როგორ და რანაირად ოღონდ არავინ იცის. თვით პარიზამდეც კი მიუღწევია ავთოს ნიჭიერებას... მეორე ცნობილი ქართველი დიზაინერი, რომელიც საზღვარგარეთ, კერძოდ ბრიტანეთში მოღვაწეობს, არი სდავით კომახიძე იგივე დევიდ კომა.„დევიდ კომა საქართველოში დაბადებული ლონდონელი დიზაინერი, რომელმაც 2009 წელს, ლონდონის „სენტრალ სენ მარტინის კოლეჯის“ მაგისტრის ხარისხი აიღო. კომა ცხოვრობს ლონდონში, არის დაოჯახებული. მისი მეუღლე ბრენდის მენეჯმენტს ხელმძღვანელობს“... არცერთი წარუმატებელი დეფილე. ყველა მისი კოლექცია ყოველთვის აღფრთოვანების საგანია. მის სამოსში გამოწყობილან ისეთი "სელებრითები" როგორიცაა: ბიონსე, კაელი მინოუგი, ლედი გაგა, რიჰანა და სხვები. მისი კოლექცია დაიბეჭდა ”ვოგის” ფურცლებზე...და ის ქართველია!!! მისი სახელი მოდურ სამყაროში "Central Saint Martins fashion college" საუკეთესო კოლექციის წარდგენის შემდეგ გამოჩნდა. მოგვიანებით მისი კოლექცია გაგზავნილ იქნა "Harrods"–ში, სადაც მხოლოდ ცნობილი დიზაინერების ბრენდებია გამოფენილი. ამას კიდევ მოჰყვა რამდენიმე წარმატება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიონსემ "MTV"–ს დაჯილდოვებაზე მისი კაბა მოირგო, დევიდ კომას სახელმა სამუდამო კვალი დატოვა მსოფლიო მოდის და შოუ–ბიზნესის ისტორიაში. აღსანიშნავია აგრეთვე დათუნა სულიკაშვილი. საქართველოში იგი ერთ-ერთ პოპულარულ დიზაინერად მიიჩნევა. მის ჩვენებებზე, რომელთაც ყოველ ჯერზე შოუს სახე აქვს, უამრავი ადამიანი გამოთქვამს დასწრების სურვილს. დათუნას ჯერჯერობით ბოლო ჩვენება მოგზაურ ქალს ეძღვნებოდა და თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, მატარებლის ლიანდაგზე ჩატარდა. ამ დიზაინერთა შემოქმედება თამამად შეიძლება ითქვას, რომ პასუხობს მსოფლიო მოდის გამოწვევებს. ეს მისასალმებელი ფაქტია. მათ თავიანთი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით, დახვეწილი გემოვნებითა და ორიგინალური ხედვით დაამკვიდრეს თავისი სახელი, როგორც ბრენდი.

მოდის ინდუსტრია საქართველოში

მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის ინდივიდუალური დიზაინერების კრეატიულობისა და კონცეპტუალური ხედვის გარდა, წარმოების აწყობა და ინვესტიციების ზრდაც აუცილებელია. ეს სფერო ხელოვნების უკიდურესად კომერციალიზებული ფორმაა. "მოდას სჭირდება ფული და შთაგონება, მაგრამ ორივე მხოლოდ მასშტაბით მიიღწევა: ფული - დიდი გაყიდვებით, შთაგონება - ბევრი მოგზაურობით, პროფესიული პრაქტიკის გავლით და, რაც მთავარია, მაღალი რანგის ჩვენებებზე დასწრებითა და, რა თქმა უნდა, მონაწილეობით", - ამბობს თამარ ალავიძე, რომელიც Facebook-ზე FashionSnack-ის სახელით მუდმივად აქვეყნებს მოდის ინდუსტრიის სიახლეებს, მათ შორის, მსოფლიო დიზაინერების ახალ კოლექციებსა და მათ მიმოხილვებს. პროდუქტიულობის მისაღწევად კი შრომისმოყვარეობასთან ერთად საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო. ხარისხიანი პროდუქციის შექმნა ხარისხიან ქსოვილებსა და ტექნიკას მოითხოვს. "კარგი საკერავი მანქანის შეძენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ბევრს შეიძლება ძალიანაც უნდა, რომ უკეთესი ტექნიკით შეკეროს, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არ აქვს", - აღნიშნავს დალი ჩიტალაძე. "ახალგაზრდა დიზაინერებს სრულფასოვანი ვებსაიტის გაკეთებისთვის საჭირო ფინანსებიც კი არ აქვთ და ვერც მაღალი ხარისხის ფოტოებს იღებენ", - ამბობს თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი სოფო მამარდაშვილი და მიიჩნევს, რომ სწორედ დამწყები დიზაინერების პოპულარიზაციის და დახმარებისთვის იყო მნიშვნელოვანი მათ მიერ ორგანიზებულ კვირეულზე "ახალბედების" ჩვენებების გამართვა. ინდუსტრიას მოდის კვირეულებთან, შემოდგომა-ზამთრისა და გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებთან, დიზაინერების მაღაზიებთან ერთად, კიდევ ორი რამ ქმნის: მოდის კრიტიკა და მოდის ჟურნალები. ქართულ ბაზარზე არსებული ერთადერთი პრიალა ჟურნალი მოდის შესახებ კი - ჟურნალი "ამარტა" მხოლოდ კვარტალში ერთხელ გამოდის, ხოლო ქართულ მოდაზე ინტენსიურად მხოლოდ მაშინ წერს, როდესაც მოდის კვირეული იმართება. სხვა შემთხვევაში "ამარტას" ძირითადი თემა უცხოელი დიზაინერები და მსოფლიო მოდის ახალი ტენდენციებია. "საჭიროა, მოდის კრიტიკოსებიც გაჩნდნენ - ადამიანები, რომლებიც იცნობენ მოდის ისტორიას, ერკვევიან ხელოვნებაში, ზოგადად, მოდის ინდუსტრიის დინამიკაში, სისტემატურად ეცნობიან სიახლეებს, შეუძლიათ, შეაფასონ შემოქმედის ნამუშევარი და რაც მთავარია - არგუმენტირებულად", - ამბობს თამარ ალავიძე. მოდის კვირეულებისა და ქართველი დიზაინერების მაღაზიების მომრავლება იმის ნიშანია, რომ პროცესი ქართული მოდის ინდუსტრიაშიც დაიძრა. თუმცა, ის, რომ მცირე ზომის ქართულ ბაზარზე ორ-ორი მოდის კვირეული იმართება, ამ სფეროს უფრო კომიკურს ხდის, ვიდრე - სერიოზულს.

მოდური მაღაზიები საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირზე, "პიქსელის" სავაჭრო ცენტრში, მომცრო ზომის ოთახში "თბილისის მოდის კვირეულის" მაღაზია გაიხსნა. იქ კვირეულზე ქართველი დიზაინერების მიერ წარმოდგენილ უახლეს კოლექციებს ჰყიდიან. თავიდან დღე ისე გავიდოდა, რომ მათ მაღაზიაში არავინ შედიოდა, ახლა დღეში ზოგჯერ 10-15 პოტენციურ კლიენტს ან უბრალო ცნობისმოყვარეს მასპინძლობენ. იმას, რომ ჯერ მხოლოდ 25-მდე ნივთი გაყიდეს, იმით ხსნიან, რომ მაღაზია შედარებით ახალი გახსნილია. თუმცა კლიენტურის მხოლოდ ვიწრო და ჩაკეტილი წრე ჰყავთ იმ დიზაინერების მაღაზიებსაც, რომლებიც ქართული მოდის ვეტერანებად ითვლებიან. მაგალითად, მოდის ბიზნესს საქართველოში უკვე წლებია, ავთანდილ ცქვიტინიძის ერთი მაღაზიაც ჰყოფნის, მისი კოლექციების უდიდესი ნაწილი კი არა ქართველ კლიენტურაზე, არამედ ყაზახეთში, უკრაინაში და იაპონიაშიც კი საღდება. ქართველი დიზაინერების კიდევ ერთ მაღაზიაში (FLABOUR), რომელიც დიზაინერმა გვანცა ჯანაშიამ გახსნა, ფასები 70-დან 600 ლარამდეა. Atelie 10a-ს მწვანე ფარჩისა და შიფონისგან შეკერილი კაბა აქ 430 ლარი ღირს, ქეთი ჩხიკვაძის შავი აბრეშუმის კაბა 340 ლარი, Atelier Informal-ის კრემისფერი შარვალი - 230 ლარი, აკა ნანიტაშვილის შავი პალტო - 500 ლარი. მაღაზიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ექსპონატი ნინო ჩუბინიშვილის, იგივე CHUBIKA-ს აბრეშუმის ბლუზია, ის 600 ლარი ღირს. ჩუბინიშვილი მალე პიერ კარდენის მოდის სახლისთვის სპეციალურ ხაზს შექმნის. 23 იანვარს ხელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, კარდენის ახალ ბრენდს „Chubika for Pierre Cardin" ერქმევა და მისთვის ქართველი დიზაინერი რეგულარულად იმუშავებს. ჩუბიკას მსგავსად მეორე წელია, სულ უფრო პოპულარული ხდება ქართულ-კანადური დუეტი Gaudet, რომლის პროდუქციასაც MADE IN GEORGIA ნაწილობრივ სიმბოლურად აწერია (მაღალი ტექნოლოგიებით დამუშავებული ფერადი პალტოები კანადაში იკერება და ვრცელდება, მაგრამ ქართული თექისგან მზადდება). Gaudet -მა გასულ წელს ტორონტოს მოდის კვირეული გახსნა. თუმცა ქართველი დიზაინერების ეს ცალკეული წარმატებები ქართულ ბაზარზე არ აისახება. ადგილობრივი წარმოება ჯერჯერობით არ ვითარდება და დიზაინერების უმეტესობა ისევ მხოლოდ იშვიათი კერძო შეკვეთების იმედზეა. შესაბამისად, ქართველი დიზაინერების მაღაზიასთან შედარებით, გაცილებით მეტი კლიენტი ჰყავს იმავე შენობაში მდებარე მსხვილ ბრიტანულ სავაჭრო ქსელს NEXT-ს. გამოდის, რომ თბილისელი მომხმარებელი არჩევანს მაინც ფასზე აკეთებს და არა - სამოსის ექსკლუზიურობასა და ხარისხზე, თუმცა, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გასულ გაზაფხულზე ჭავჭავაძის გამზირზე ქართული ტრადიციული სამოსის მაღაზია "სამოსელი პირველი" გაიხსნა. ორსართულიანი მაღაზიის ეფექტური ექსტერიერი პირველი შეხედვისთანავე იპყრობს ყურადღებას. ეს ერთადერთი მაღაზიაა თბილისში, რომლის ვიტრინაში მდგომ მანეკენებსაც ტრადიციული ქართული სამოსი აცვიათ. პირველ სართულზე, ძირითადად, აქსესუარები იყიდება: ქამრები, სარტყელები, ქისები, საბრძოლო აღჭურვილობა - ყველაფერი, რასაც ტრადიციულად ქართველი კაცი იყენებდა და რაც თანამედროვე ქართველი მამაკაცებისთვის, წესით, გამოუსადეგარი უნდა იყოს. თუმცა ასე არ ფიქრობს „სამოსელი პირველის" დირექტორი და თანადამფუძნებელი, ლუარსაბ ტოგონიძე. როცა არ უნდა მიხვიდეთ მის მაღაზიაში, მასპინძელი ჩოხაში გამოწყობილი შეგებებებათ. მეორე სართულზე უკვე იმ სამოსს იხილავთ, რითაც ჩვენი წინაპრები იმოსებოდნენ: ჩოხა-ახალუხი, ყაბალახი, ფაფანაკი, ჩექმები და ფეხსაცმელები. ლუარსაბ ტოგონიძე ამბობს, რომ ეს კოსტუმები სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლის და სხვადასხვა კვლევის შედეგად შექმნეს. მაღაზიის დამფუძნებლების სურვილია, ქართული ნაციონალური კოსტიუმებისადმი საზოგადოებაში ინტერესი დააბრუნონ. სამოსი თანამედროვე ადამიანისთვისაც მოსახერხებელი გახადონ ოღონდ ისე, რომ ტანსაცელმა ძველი იდენტობა არ დაკარგოს: „სამუზეუმო ექსპონატებს არ ვაკეთებთ. გვინდა, რომ ეს ადამიანებმა ჩაიცვან. თუმცა კონსერვატორული სტილი შენარჩუნებულია. თანამედროვე ელემენტების შეტანა შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხასიათი დაიკარგოს. გვინდა, იყოს თანამედროვე, ლამაზი, მოსახერხებელი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ქართული, ფუნდამენტური ჩარევების გარეშე", - აღნიშნავს ტოგონიძე. აქამდე მაღაზიაში მხოლოდ მამაკაცის ტანსაცმელი და აქსესუარები ჰქონდათ, თუმცა სულ ახლახან ქალის ხაზის განვითარებაც დაიწყეს. ამ ტანსაცმლის შესაქმნელად მაღაზიაში დიზაინერთა ექვსკაციანი ჯგუფი მუშაობს. უცხოური მაღალი კლასის ბრენდების მაღაზია PRIVE-ს პიარ მენეჯერი დალი ჩიტალაძე ფიქრობს, რომ აქ როგორც ხარისხის, ისე ინდივიდუალიზმის დეფიციტია: "აუცილებელია მოდის კვირეულებზე დიზაინერებმა უფრო მკაცრი კასტინგი გაიარონ. არ შეიძლება ყველაფრის ჩვენება. ყველა, ვისაც რაღაცის შეკერვა შეუძლია, დიზაინერი არ არის. ან ახალი უნდა გააკეთო რამე, ან ძალიან ხარისხიანი უნდა იყოს. მე რასაც ვუყურე ბოლო მოდის კვირეულებზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ახალი არაფერი იყო. ეს კოლექციები აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდა".

მოდა საქართველოში

ამბობენ რომ ჩვენს ქვეყანაში მოდას დიდი ტრადიციები აქვს...ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ევროპელი მოგზაურები საქართველოში სტუმრობისას გაოცებას ვერ მალავნენ - პარიზული მოდა თბილისში სულ რაღაც ორი კვირის დაგვიანებით ვრცელდებაო. ეს დაახლოებით ის დროა, ჩოხას რომ ფრაკი ენაცვლება. მართალია, ეს პროცესი ტრადიციების მოყვარული ქართველებისთვის არც ისე უმტკივნეულო იყო, მაგრამ დრომ მაინც თავისი გაიტანა. XX საუკუნეში, ცოტა არ იყოს, ჩამოვრჩით მსოფლიო მოდის სამყაროს: საბჭოთა კავშირში "დასავლური ბურჟუაზიის" ყოველგვარი გადმონაშთი სახელმწიფოს მტრად ითვლებოდა. სამაგიეროდ, არსებობდა საბჭოთა მოდა, თავისი "კარაკულის შუბებითა" და წითელი ყელსახვევებით. პრინციპში, მოდაც ეგ იყო, თუ იყო, დიდ-პატარას ზუსტად ერთნაირად ეცვა ერთ ყაიდაზე შეკერილი "კოსტიუმ-შარვლები". "მუშათა და ჯარისკაცთა" ქვეყანაში ხომ ასე მნიშვნელოვანი იყო საქმიანი ქალისა და მამაკაცის იმიჯი - რაც ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და, ზოგადად, ცხოვრების სტილით გამოიხატებოდა. 70-იან წლწბში მოდამ რაღაცნაირად მაინც ტრანსფორმაცია განიცადა..უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდნენ გრძელთმიანი ბიჭები, ასე ძალიან რომ უნდოდათ, ლივერპულელ ოთხეულს დამსგავსებოდნენ. ტრადიციულ ნაჭრის შარვლებს ნელ-ნელა დაუვიწროვდა ზედა ნაწილი, ხოლო ქვედა - გაეშალა, შედეგად კი შლაქსი მივიღეთ. თუმცა ეს მაინც არ იყო ის, რაზეც მაშინდელი ახალგაზრდები ოცნებობდნენ. ჯინსი, საბჭოთა თინეიჯერებისა და არა მარტო თინეიჯერების ფარული ოცნება, ჯერ კიდევ რკინის ფარდის მიღმა რჩებოდა. აქ ჯინსი მხოლოდ ერთეულებს თუ ჰქონდათ, ისიც, დასმენისა თუ "დაპადიეზდების" შიშით, კარადაში სათუთად შენახული. ო, როგორ ნატრობდნენ მაშინ, რომ ერთხელ მაინც ენახათ საკუთარი თვალით წარწერა Levis-ი.შემდეგ ჯინსი ისე "შემოვარდა" საქართველოში, როგორც კედელგანგრეული დამბიდან გადმოხეთქილი წყლის ნაკადი. ნელ-ნელა ავუჩქარეთ ნაბიჯს, რომ ჩვენსა და მოდას შორის გაჩენილი დისტანცია როგორმე შეგვემცირებინა. ჯინსი დღეს უკვე აღარავის უკვირს: რამდენი სახის გინდა, სულო და გულო, ბაზრობაზე რომ არ შეგხვდეს: "არმანი", "ვერსაჩე", "დოლჩე და გაბანა", "ლევისი", "ვრანგლერი" და კიდევ ვინ მოთვლის... გამყიდველები გულმოდგინედ გიმტკიცებენ, რომ მათი საქონელი მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა დიზაინერებმა შეკერეს, შემდეგ კი უკვე ჩვენ ვუმტკიცებთ სხვებს, რომ ბაზრობაზე ნაყიდი "დოლჩე და გაბანა" სულ რამდენიმე დღის წინ იტალიიდან გამოგვიგზავნეს. ჩვენ ხომ ყოველთვის ვეტრფოდით დასავლეთს, ჰოდა, ჩვენს ტანსაცმელზე იქაური დიზაინერების სახელიც კი სიამაყის საფუძველს გვაძლევს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენში მოდა ისეთი ტემპით ვითარდება, რომ ყოველგვარ საზღვარს გავცდით. საქართველოში ეს გასაკვირი არცაა: ქართველებს ხომ ყველაზე მეტად გვიყვარს (და კარგადაც გვეხერხება) სხვისი საქციელის, ჩაცმულობის ან, თუნდაც, ლაპარაკის მანერის მიბაძვა: ყოველთვის ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ მათ, ვინც გაბედავს და რამე ახალს შემოგვთავაზებს. ამიტომ ჩვენში ყველაფერი ორიგინალური რეკორდულად მოკლე ხანში ბანალური ხდება. რაც გუშინ იყო მოდაში, დღეს აღარ ახსოვთ, ისევე როგორც გუშინ არ ახსოვდათ გუშინწინდელი. ხვალ კი დღევანდელისგან სრულიად განსხვავებულ რამეს შემოგვთავაზებენ..ეს ხუმრობით ტუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, მოდის ბიზნესი საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ ნელი ტემპიტ ვითარდება, მართალია სხვა ქვეყნებს აქტიურად ვბაძავთ მაგრამ ინდივიდუალურის და თან კარგის შექმნა ნამდვილად გვიჭირს..ჩვენდა სამწუხაროდ..

Tuesday, June 12, 2012

მოდის ისტორია

მოდის ისტორია ისეთივე ძველია როგორც ჩაცმულობის. ტანსაცმელი, ბუნებისგან თავდასაცავად, ჯერ კიდევ, პირველყოფილმა ადამიანმა, «გამოიგონა»… დროთა განმავლობაში კი, კაცობრიობამ, სამოსი განავითარა. ტანისამოსი ბევრზე მეტყველებს და ადამიანის საიდუმლო აზრებს ამხელს. მოდა –ეს არის გარკვეული სტილის დროებითი ბატონობა გარკვეულ სფეროში. მოდის მთავარი პრინციპი სიახლისკენ სწრაფვაა. მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება. მოდის განვითარება თავდაპირველად იტალიაში დაიწყო, XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმის ნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდა… მოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან. ბურგუნდიაც, ათასწლეულების განმავლობაში, იძლეოდა ტონს ევროპულ მოდაში. ბურგუნდია ესპანეთმა შეცვალა, ხოლო 1600 წლიდან ესპანეთი საფრანგეთმა და მოდაშიც, სიცოცხლით სავსე პარიზი გამეფდა. კაზანოვა წერდა: «პარიზი ერთადერთი ქალაქია, მსოფლიოში, რომლის სახეც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში მთლიანობაში იცვლებაო». XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალი კონკურენტი – ლონდონი, გაჩნდა… ინგლისური მოდის ტენდენციები მთელ ევროპასაც მოედო. თუმცა, პარიზი მაინც მოდის ცენტრია. XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი მოდელიორი – მადამ სკაპარელი და ნინა რიჩი, იყვნენ იტალიელები, მაგრამ იტალიელები პარიზში. XIX საუკუნის ორი წარმატებული ინგლისელი მოდელიორი ვორტ და რედფერიც, იყვნენ «ინგლისელები პარიზში»… როგორც 1865 წელს, ჟურნალი Mo-denwelt წერდა, პარიზი იყო «მოდის რეზიდენცია, საიდანაც მბრძანებელი ქალბატონი აგზავნიდა თავის მითითებებს»… XVII საუკუნის საფრანგეთში მოდა გარკვულ წილად ხელოვნებას მიეკუთვნებოდა, რადგან ის რამდენიმე ელემენტისგან შედგებოდა , რომლებიც ერთმანეთს ჰარმონიულად ეწყობოდნენ: ვარცხნილობა,ტანსაცმლის მატერიალი, ფერი, სტილი და აქსესუარები. XXI საუკუნეში მოდამ დიდი ცვლილება განიცადა. დღეს მოდაშია:შარვლები, ქვედაბოლოები და მოტკეცილი ტანსაცმელი რომელიც სხეულის სილამაზეს უსვამს ხაზს.