Tuesday, June 12, 2012
მოდის ისტორია
მოდის ისტორია ისეთივე ძველია როგორც ჩაცმულობის. ტანსაცმელი, ბუნებისგან თავდასაცავად, ჯერ კიდევ, პირველყოფილმა ადამიანმა, «გამოიგონა»… დროთა განმავლობაში კი, კაცობრიობამ, სამოსი განავითარა.
ტანისამოსი ბევრზე მეტყველებს და ადამიანის საიდუმლო აზრებს ამხელს.
მოდა –ეს არის გარკვეული სტილის დროებითი ბატონობა გარკვეულ სფეროში. მოდის მთავარი პრინციპი სიახლისკენ სწრაფვაა.
მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. ამიტომ მოდა იმ დროის წყობილებისა და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება.
მოდის განვითარება თავდაპირველად იტალიაში დაიწყო, XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმის ნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდა… მოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.
ბურგუნდიაც, ათასწლეულების განმავლობაში, იძლეოდა ტონს ევროპულ მოდაში. ბურგუნდია ესპანეთმა შეცვალა, ხოლო 1600 წლიდან ესპანეთი საფრანგეთმა და მოდაშიც, სიცოცხლით სავსე პარიზი გამეფდა. კაზანოვა წერდა: «პარიზი ერთადერთი ქალაქია, მსოფლიოში, რომლის სახეც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში მთლიანობაში იცვლებაო».
XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალი კონკურენტი – ლონდონი, გაჩნდა… ინგლისური მოდის ტენდენციები მთელ ევროპასაც მოედო. თუმცა, პარიზი მაინც მოდის ცენტრია. XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი მოდელიორი – მადამ სკაპარელი და ნინა რიჩი, იყვნენ იტალიელები, მაგრამ იტალიელები პარიზში. XIX საუკუნის ორი წარმატებული ინგლისელი მოდელიორი ვორტ და რედფერიც, იყვნენ «ინგლისელები პარიზში»… როგორც 1865 წელს, ჟურნალი Mo-denwelt წერდა, პარიზი იყო «მოდის რეზიდენცია, საიდანაც მბრძანებელი ქალბატონი აგზავნიდა თავის მითითებებს»…
XVII საუკუნის საფრანგეთში მოდა გარკვულ წილად ხელოვნებას მიეკუთვნებოდა, რადგან ის რამდენიმე ელემენტისგან შედგებოდა , რომლებიც ერთმანეთს ჰარმონიულად ეწყობოდნენ: ვარცხნილობა,ტანსაცმლის მატერიალი, ფერი, სტილი და აქსესუარები.
XXI საუკუნეში მოდამ დიდი ცვლილება განიცადა. დღეს მოდაშია:შარვლები, ქვედაბოლოები და მოტკეცილი ტანსაცმელი რომელიც სხეულის სილამაზეს უსვამს ხაზს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment