Wednesday, June 13, 2012
პრობლემები მოდის ბიზნესში და გადაჭრის გზები
საქართველოში მოდის ბიზნესში მთავარ პრობლემად უსახსრობას მიიჩნევენ, ამბობენ რომ კარგი პროდუქციის შესაძენად საჭიროა ფინანსები, რომლებიც საქართველოში არ არსებობს,,მე ვთვლი რომ ქართული მოდის პარადოქსი ისაა რომ ყველას სურს, რომ იყოს მოდელი ან დიზაინერი.. აღსანიშნავია ის პრობლემური ფაქტიც, რომ რომ ბაზარზე მოთხოვნას კლიენტები კი არა, ერთჯერადი, თუნდაც მსხვილმასშტაბიანი ღონისძიება ქმნის. დიზაინერები კი საკუთარ ნამუშევრებს წელიწადში ოთხჯერ გამართული მოდის კვირეულებისთვის უფრო ქმნიან, ვიდრე - კონკრეტული მომხმარებლისთვის.
საინტერესოა კითხვაზე პასუხი, თბილისში მოდურად ჩაცმული საზოგადოება დადის? ზოგისთვის მოდა ის არის, რაც მას უხდება. ზოგს მოსწონს, რაც ხდება ქართული მოდის ბიზნესში, ზოგი კი აპროტესტებს და ამბობს, რომ ზღვარს გადავიდა ქართველ დიზაინერთა გარკვეული ნაწილის ე. წ „ორიგინალური ხედვა“ და შესაბამისად, ქალი ქალს არ ჰგავს და მამაკაცი მამაკაცს. მოდის კულტურას კი სწორედ ეს განსაზღვრავს, რომ ადამიანმა თავისი სახე არ უნდა დაკარგოს. მოკრძალებული, ავანგარდული, თავისუფალი, კლასიკური, სპორტული სტილი თუ სხვა... ეს ის ჩამონათვალია, რომელზეც დღეს, მსოფლიოში ყველა დიზაინერი მუშაობს და საინტერესო ნამუშევრებსაც გვთავაზობენ. დღითიდღე ვითარდება ეს სფერო, ნიჭიერ დიზაინერთა რიგებს ემატება ახალი სახეები და ყოველთვის იქმნება ახალი და საინტერესო. ამ სფეროში რჩებიან ისინი, რომლებიც ზუსტად პასუხობენ გამოწვევებს და უსწრებენ დროს, მაგრამ მიდიან ისინი, რომლებმაც თქვეს თავისი სათქმელი, მაგრამ...
პრობლემად მიიჩნევა ასევე ისიც რომ ზოგიერთი დიზაინერი კლიენტს ატყუებს და ხარისხიანი პროდუქციის ნაცვლად უხარისხოს სთავაზობს მაღალ ფასად...ინფორმაცია დიზაინერების შესახებ თბილისში, ძირითადად, კლიენტების მონაყოლით ვრცელდება. შემთხვევამ, რომელიც ერთ-ერთ გოგონას ქართველ დიზაინერთან საქორწილო კაბის შეკვეთისას გადახდა თავს, შეიძლება, ამ დიზაინერს საგრძნობლად შეუმციროს კლიენტურის წრე: გოგონას მოდელის შერჩევისას უთხრეს, რომ კაბის მთავარი ღირსება ბაფთა იქნებოდა, რომელსაც საფრანგეთიდან გამოწერილი ძვირფასი ქსოვილით შეკერავდნენ. კაბის ფასს სწორედ ეს ქსოვილი ცვლიდა, თუმცა, პატარძალი დათანხმდა, საკმაოდ სოლიდური თანხა ერთ ექსკლუზიურ დეტალში გადაეხადა. რამდენიმე დღის შემდეგ, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ეს ქსოვილი თბილისშიც იყიდება და ერთი მეტრი 11 ლარი ღირს.
კიდევ ერთი პრობლემა Fashion Week-ებია...რობლემა ისაა, რომ კოლექციების თუ მთლიანი არა, დიდი ნაწილი უკვე მრავალჯერ გადაღეჭილი იდეების ხშირად უხარისხო მიბაძვაა. გაურკვეველი მიზეზების გამო, ქართველ დიზაინერებს არ ყოფნით ძალა, დამკვიდრებული ტენდენციის წინააღმდეგ წავიდნენ და შექმნან თავიანთი ორიგინალური ხელწერა როგორც სამოსის შექმნის, ისე პერფორმანსის მხრივ. ეს დაუსრულებელი გატაცება იაპონელი დიზაინერებით, განსაკუთრებით კი დიდი სიყვარული იოჯი იამამოტოსა და რეი კავაკუბოსადმი, არაერთ კოლექციაში გამოიკვეთა. იყო ასევე რაფ სიმონსის, ენ დემიულმეისტერის და რიკ ოუენსის ქართული ასლები.
ცხადია, რომ მოდის ბიზნესის განვითარება მხოლოდ დიზაინერის მონდომებაზე არ არის დამოკიდებული. მოდის გლამურული ჟურნალები უდიდეს როლს ასრულებენ ამ სფეროს პოპულარიზაციასა და მის კომერციულობაში. ეს სწორედ ის მტკივნეული წერტილია ქართული მოდის ბიზნესში, სადაც თითქმის არაფერი ხდება, სრული ვაკუუმია.
პრობლემებია ქართველ მოდელებთან დაკავშირებითაც, ზოგიერთი მოდელი, და მოდელების უმრავლესობა მოდელობას პროფესიად არც აღიქვამს,მათ მოდელის სტატუსი მხოლოდ პირადი ცხოვრების მოწყობისთვის სჭირდებათ, და უნდა ითქვას ისიც რომ მოდელებს აკლიათ ზოგადი განათლება, რაც აუცილებელია არა მარტო სამოდელო, არამედ ყველა სფეროში...
პრობლემების გადაჭრა ყველა ზემოთამოთვლილმა უნდა სცადოს, მაგალითად მოდელისათვის აუცილებელია ინდივიდუალიზმი,იყო მოდელი ეს ნიშნავს იყო ქამელეონი.
იყო მოდელი ნიშნავს იაზროვნო.
აზროვნებისთვის აუცილებელია განათლება, ზოგადიც და ვიწრო პროფილურიც(მოდის ისტორია, დიზაინერები, მოდელები, კულტურა, ხელოვნება).თუ უეცრად გადასაღებ მოედანზე გითხრეს, რომ დღეს მარლენ დიტრიხის სახე უნდა შექმნა უნდა იცოდე ვინ არის დიტრიხი.
არავის არ აინტერესებს, გეძინა, ჭამე, ცუდად იყავი თუ თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა შენ მაინც უნდა იმუშაო.
რაც შეეხება დიზაინერებს აქაც ინდივიდუალურობააა მთავარი, და აუცილებლად უნდა შექმნან ხარისხიანი პროდუქცია...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment