Wednesday, June 13, 2012

მოდა საქართველოში

ამბობენ რომ ჩვენს ქვეყანაში მოდას დიდი ტრადიციები აქვს...ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ევროპელი მოგზაურები საქართველოში სტუმრობისას გაოცებას ვერ მალავნენ - პარიზული მოდა თბილისში სულ რაღაც ორი კვირის დაგვიანებით ვრცელდებაო. ეს დაახლოებით ის დროა, ჩოხას რომ ფრაკი ენაცვლება. მართალია, ეს პროცესი ტრადიციების მოყვარული ქართველებისთვის არც ისე უმტკივნეულო იყო, მაგრამ დრომ მაინც თავისი გაიტანა. XX საუკუნეში, ცოტა არ იყოს, ჩამოვრჩით მსოფლიო მოდის სამყაროს: საბჭოთა კავშირში "დასავლური ბურჟუაზიის" ყოველგვარი გადმონაშთი სახელმწიფოს მტრად ითვლებოდა. სამაგიეროდ, არსებობდა საბჭოთა მოდა, თავისი "კარაკულის შუბებითა" და წითელი ყელსახვევებით. პრინციპში, მოდაც ეგ იყო, თუ იყო, დიდ-პატარას ზუსტად ერთნაირად ეცვა ერთ ყაიდაზე შეკერილი "კოსტიუმ-შარვლები". "მუშათა და ჯარისკაცთა" ქვეყანაში ხომ ასე მნიშვნელოვანი იყო საქმიანი ქალისა და მამაკაცის იმიჯი - რაც ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და, ზოგადად, ცხოვრების სტილით გამოიხატებოდა. 70-იან წლწბში მოდამ რაღაცნაირად მაინც ტრანსფორმაცია განიცადა..უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდნენ გრძელთმიანი ბიჭები, ასე ძალიან რომ უნდოდათ, ლივერპულელ ოთხეულს დამსგავსებოდნენ. ტრადიციულ ნაჭრის შარვლებს ნელ-ნელა დაუვიწროვდა ზედა ნაწილი, ხოლო ქვედა - გაეშალა, შედეგად კი შლაქსი მივიღეთ. თუმცა ეს მაინც არ იყო ის, რაზეც მაშინდელი ახალგაზრდები ოცნებობდნენ. ჯინსი, საბჭოთა თინეიჯერებისა და არა მარტო თინეიჯერების ფარული ოცნება, ჯერ კიდევ რკინის ფარდის მიღმა რჩებოდა. აქ ჯინსი მხოლოდ ერთეულებს თუ ჰქონდათ, ისიც, დასმენისა თუ "დაპადიეზდების" შიშით, კარადაში სათუთად შენახული. ო, როგორ ნატრობდნენ მაშინ, რომ ერთხელ მაინც ენახათ საკუთარი თვალით წარწერა Levis-ი.შემდეგ ჯინსი ისე "შემოვარდა" საქართველოში, როგორც კედელგანგრეული დამბიდან გადმოხეთქილი წყლის ნაკადი. ნელ-ნელა ავუჩქარეთ ნაბიჯს, რომ ჩვენსა და მოდას შორის გაჩენილი დისტანცია როგორმე შეგვემცირებინა. ჯინსი დღეს უკვე აღარავის უკვირს: რამდენი სახის გინდა, სულო და გულო, ბაზრობაზე რომ არ შეგხვდეს: "არმანი", "ვერსაჩე", "დოლჩე და გაბანა", "ლევისი", "ვრანგლერი" და კიდევ ვინ მოთვლის... გამყიდველები გულმოდგინედ გიმტკიცებენ, რომ მათი საქონელი მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა დიზაინერებმა შეკერეს, შემდეგ კი უკვე ჩვენ ვუმტკიცებთ სხვებს, რომ ბაზრობაზე ნაყიდი "დოლჩე და გაბანა" სულ რამდენიმე დღის წინ იტალიიდან გამოგვიგზავნეს. ჩვენ ხომ ყოველთვის ვეტრფოდით დასავლეთს, ჰოდა, ჩვენს ტანსაცმელზე იქაური დიზაინერების სახელიც კი სიამაყის საფუძველს გვაძლევს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენში მოდა ისეთი ტემპით ვითარდება, რომ ყოველგვარ საზღვარს გავცდით. საქართველოში ეს გასაკვირი არცაა: ქართველებს ხომ ყველაზე მეტად გვიყვარს (და კარგადაც გვეხერხება) სხვისი საქციელის, ჩაცმულობის ან, თუნდაც, ლაპარაკის მანერის მიბაძვა: ყოველთვის ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ მათ, ვინც გაბედავს და რამე ახალს შემოგვთავაზებს. ამიტომ ჩვენში ყველაფერი ორიგინალური რეკორდულად მოკლე ხანში ბანალური ხდება. რაც გუშინ იყო მოდაში, დღეს აღარ ახსოვთ, ისევე როგორც გუშინ არ ახსოვდათ გუშინწინდელი. ხვალ კი დღევანდელისგან სრულიად განსხვავებულ რამეს შემოგვთავაზებენ..ეს ხუმრობით ტუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, მოდის ბიზნესი საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ ნელი ტემპიტ ვითარდება, მართალია სხვა ქვეყნებს აქტიურად ვბაძავთ მაგრამ ინდივიდუალურის და თან კარგის შექმნა ნამდვილად გვიჭირს..ჩვენდა სამწუხაროდ..

No comments:

Post a Comment