Wednesday, June 13, 2012

ცნობილი ქართველი დიზაინერები

ერთერთი წარმატებული ქართული მოდის დიზაინერი დღესდღეობით ავთანდილ ცქვიტინიძეა. 2000 წელს გაიხსნა მოდის სახლი "ავთანდილი".. მისი კოლექციები წარმოდგენილი გახლდათ როგორც საქართველოს, ასევე მოსკოვის, კიევის, ათენის, ყაზახეთის მოდის კვირეულებზე..ავთანდილი არის დიზაინერი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა. სად, როგორ და რანაირად ოღონდ არავინ იცის. თვით პარიზამდეც კი მიუღწევია ავთოს ნიჭიერებას... მეორე ცნობილი ქართველი დიზაინერი, რომელიც საზღვარგარეთ, კერძოდ ბრიტანეთში მოღვაწეობს, არი სდავით კომახიძე იგივე დევიდ კომა.„დევიდ კომა საქართველოში დაბადებული ლონდონელი დიზაინერი, რომელმაც 2009 წელს, ლონდონის „სენტრალ სენ მარტინის კოლეჯის“ მაგისტრის ხარისხი აიღო. კომა ცხოვრობს ლონდონში, არის დაოჯახებული. მისი მეუღლე ბრენდის მენეჯმენტს ხელმძღვანელობს“... არცერთი წარუმატებელი დეფილე. ყველა მისი კოლექცია ყოველთვის აღფრთოვანების საგანია. მის სამოსში გამოწყობილან ისეთი "სელებრითები" როგორიცაა: ბიონსე, კაელი მინოუგი, ლედი გაგა, რიჰანა და სხვები. მისი კოლექცია დაიბეჭდა ”ვოგის” ფურცლებზე...და ის ქართველია!!! მისი სახელი მოდურ სამყაროში "Central Saint Martins fashion college" საუკეთესო კოლექციის წარდგენის შემდეგ გამოჩნდა. მოგვიანებით მისი კოლექცია გაგზავნილ იქნა "Harrods"–ში, სადაც მხოლოდ ცნობილი დიზაინერების ბრენდებია გამოფენილი. ამას კიდევ მოჰყვა რამდენიმე წარმატება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიონსემ "MTV"–ს დაჯილდოვებაზე მისი კაბა მოირგო, დევიდ კომას სახელმა სამუდამო კვალი დატოვა მსოფლიო მოდის და შოუ–ბიზნესის ისტორიაში. აღსანიშნავია აგრეთვე დათუნა სულიკაშვილი. საქართველოში იგი ერთ-ერთ პოპულარულ დიზაინერად მიიჩნევა. მის ჩვენებებზე, რომელთაც ყოველ ჯერზე შოუს სახე აქვს, უამრავი ადამიანი გამოთქვამს დასწრების სურვილს. დათუნას ჯერჯერობით ბოლო ჩვენება მოგზაურ ქალს ეძღვნებოდა და თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, მატარებლის ლიანდაგზე ჩატარდა. ამ დიზაინერთა შემოქმედება თამამად შეიძლება ითქვას, რომ პასუხობს მსოფლიო მოდის გამოწვევებს. ეს მისასალმებელი ფაქტია. მათ თავიანთი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით, დახვეწილი გემოვნებითა და ორიგინალური ხედვით დაამკვიდრეს თავისი სახელი, როგორც ბრენდი.

No comments:

Post a Comment