Wednesday, June 13, 2012

Georgian Fashion Week

"მოდა სიმახინჯის ჩვეულებრივი ფორმაა, თანაც, ისეთი აუტანელი, რომ ექვს თვეში ერთხელ თუ არ გამოცვალე, ვერ გაუძლებ".- ოსკარ უაილდის ეს სიბრძნე საქართველოში ბოლო დროს მეტად სერიოზულად აღიქვეს. მხოლოდ შარშან "ქართული მოდა" ოთხჯერ გამოიცვალა: ჩატარდა ოთხი მოდის კვირეული, ორი სხვადასხვა ჯგუფის მიერ ორგანიზებული. მოდის პირველი კვირეული - Georgian Fashion Week - 2010 წლის 26 მარტს გაიხსნა. ერთ თვეში ქართველი დიზაინერების შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციები ისევ გამოიფინა, ამჯერად თბილისის მოდის კვირეულის სახელით, სხვა შენობაში და განსხვავებული ჯგუფის ორგანიზებით. თუ პირველი ღონისძიება პარიზში მოღვაწე დიზაინერმა ირაკლი ნასიძემ გახსნა, მეორის ორგანიზატორები ამაყობდნენ იმით, რომ მათ სტუმრებს ვიდეოჩანაწერით თავად რობერტო კავალი მიესალმა. საქართველოს მოდის კვირეულის ოფიციალური ორგანიზატორი კომ­პა­ნია Fashion Group - ია, რო­მე­ლიც 2009 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და. მოდის კვირეულზე შემოდგომა-ზამთარი 2011/12 წლის კოლექციებს წარმოადგინა 16 ქართველმა (+ newcomers) და 4 უცხოელმა დიზაინერმა. საქართველოს ეწვევივნენ მსოფლიო მოდის სფეროში მოღვაწე პროფესიონალები: მოდის კრიტიკოსები, ჟურნალისტები, რედაქტორები, PR მენეჯერები და დიზაინერები.საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთდღიანი ფესტივალი A Shaded View of Fashion Film, რომელიც თავად დამაარსებელმა დაიან პერნე წარადინა, რომელიც ცნობილი და გავლენიანი პერსონაა მოდის სფეროში. Diane Pernet მოდის კვირეული გახსნა ცნობილმა ფრანგი კოლექციონერმა ბასტიენ დე ალმეიდა ვიტნაჟის სტილის კოსტუმების გამოფენით. Bastiendealmeida Bda საქართველოს მოდის კვირეული უკვე შევიდა ოფიციალურ კალენდარში და თარიღიც მოდის კვირეულების განრიგის მიხედვით დაინიშნა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოდის კვირეული ოფიციალურ რანგზეა. Georgian Fashion Week-ის მიზანია ქართული მოდისა და კულტურის მეშვეობით ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია და ინტეგრაცია მსოფლიო მოდის ბიზნესში. საქართველოს მოდის კვირეული უკვე მესამედ ჩატარდება. წინა მოდის კვირეულში მონაწილეებმა უკვე გამოთქვეს სურვილი კვლავ ეწვიონ საქართველოს და გაეცნონ სიახლეებს ქართული მოდის სფეროდან. თუკი თვალს მიადევნებდით უცხოურ პრესას დააფიქსირებდით, რომ საგრძნობლად იმატა ინტერესმა საქართველოს რეგიონის მიმართ. მრავალმა საიტმა თუ ჟურნალმა გააშუქა საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში ქართველი დიზაინერების, მოდელების და ჩვენი ქვეყნის შესახებ. დაიწერა უამრავი საინფორმაციო სტატია და დღეს უკვე გვაქვს საშუალება ქართული ნაწარმი მსოფლიო ბაზარზე გავიტანოთ, ჩვენი სიახლეები პერიოდულად მივაწოდოთ უცხოურ პრესას, რომლებიც უკვე კარგად გვიცნობენ.

No comments:

Post a Comment