Wednesday, June 13, 2012

ცნობილი ქართველი მოდელები

რა არის საჭირო წარმატებული მოდელის სახელის მოსაპოვებლად–კარგი გარეგნობა, ლამაზი ღიმილი და ცოტაოდენი შარმი. მეორე მოსაზრებით, ამ ყველაფერს უნდა დაემატოს ჯანსაღი ფსიქიკა, მყარი ნერვები და უზუმო შრომა, რადგან ეს არის საქმე, სადაც წარმატების გზა ემოციურ ტკივილებზე გადის. ეს ყველაფერი არ სჩანს იმ რეალობაში, რასაც მთელი მსოფლიო კილომეტრებიან პოდიუმებსა თუ პრიალა ჟურნალების გარეკანებზე ჰხედავს. საქართველოს სამოდელო ბიზნესში მოღვაწე ადამიანები ირწმუნებიან,რომ ეს სფერო დღითიდღე ვითარდება. სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებისთვის კი არგუმენტად მოჰყავთ, რომ რეგულარულად ეწყობა საერთაშორისო კონკურსები, მოდის კვირეულები, სხვადასხვა ფოტოპროექტები თუ გადაღებები, შესაბამისად მოდელებისთვის საქმე ბევრია. სამოდელო სააგნეტო ,,ნატალის“ ხელმძღვანელი, ქალბატონი ნატალი სამადალაშვილი მიიჩნევს,რომ მოდის ბიზნესს საქართველოში რეალური პერსპექტივები გააჩნია და თავად, მის თანამოაზრეებთან ერთად ერთ–ერთია, ვინც მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კავკასიური სახეების პოპულარიზაციისთვის.საქართველოში ცნობილი მოდელებიდან გამორჩეულად აღსანიშნავია კრისტი ყიფშიძე, სალომე ღვინიაშვილი,თინატინ ნატროშვილი და ა.შ... კრისტი ყიფშიძე(პროფესიონალი მოდელი)აცხადებს: ,,ჩემი აზრით ქართულ სამოდელო ბიზნესში დიდი კონკურენცია არ არის, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან პატარა ბაზარია და უფრო შინაურული სიტუაციაა. მე უკვე 16 წელია ამ სფეროში ვარ და არ მახსოვს ჩემს მიმართ ვინმე ცუდად განწყობილიყო, ან მე ჩამეთვალა ვინმე ჩემს კონკურენტად. ამას ისიც განაპირობებს,რომ მოდელებს ერთმანეთთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. წლევანდელმა მოდის კვირეულმა გამახსენა ჩემი ბავშვობა, ასეთივე კარგი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან ჩემი თაობის მოდელებს. ეკატერინე ჩუბინიძე( დამწყები მოდელი): ,,მე ვფიქრობ რომ მოდელის წარმატება ძირითადად დამოკიდეულია სააგენტოს ხელმძღვანელზე, თუმცა ცხადია დიდ როლს თამაშობს გოგონას ფიზიკური მონაცემები და იღბალიც. როდესაც მიდიხარ სააგენტოში და აჰყავხარ სააგენტოს ხელმძღვანელს, ჩნდება იმედი რომ შესაძლებელია გახდე წარმატებული. თანაც ხელმძღვანელი გპირდება, რომ ამაში ყველანაირად დაგეხმარება.საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა,რომ ეს დაპირება ხშირ შემთხვევაში უბრალოდ სიტყვებია. მე პირადად მივხვდი,რომ არ უნდა ვიყო დამოკიდებული,იმაზე თუ როდის გამიღიმებს ბედი და გადავედი სხვა სააგენტოში. მიმაჩნია რომ სწორად მოვიქეცი. რაც შეეხება შიგნით მიმდინარე სკანდალებსა თუ მოდელების დაპირისპირებას, რაც ძალიან ხშირია საქართველოს სამოდელო სააგენტოებში, ვთვლი რომ ამის მიზეზი არის ხელმძღვანელობის მიერ გოგონების დაუფარავი გამორჩევა.““ ზოგიერთი ქართველი მოდელი წარმატებით მოღვაწეობს საზღვარგარეთ, ერთერთია ქრისტინე ძიძიგური,რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობს ქრისტინე ძიძიგური პარიზში ერთ-ერთი პრესტიჟული სამოდელო სააგენტოს “ელისეს” წარმატებული მოდელია. მისი სამოდელო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო. 2008 წელს ვიცე მის-საქართველო გახდა და მალაიზიაში, მის ტურიზმის საერთაშორისო კონკურსზე, მის პერსონას ტიტულით დაჯილდოვდა.,ქრისტინე ძიძიგურმა მცირე ხნის წინ პარიზულ პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი. ის სულ მცირე ერთი წლით მსოფლიო მოდის დედაქალაქში გადაინაცვლებს და იქაური მოდის ინდუსტრიის ნაწილი გახდება. ეს ქართველი მოდელისთვის სერიოზული წარმატებაა..

No comments:

Post a Comment