მოდის ისტორია
სად იყო და არის მოდის ცენტრი? რა თქმა უნდა, არა ყველგან...
-ალბათ, პარიზში! - გვიპასუხებთ... - თუმცა, მოდა სენის ნაპირზე ნამდვილად არ დაბადებულა... იქ მოხვედრამდე მან იტალია, ესპანეთი მოგვიანებით კი ინგლისი გადასერა... აღსანიშნავია, რომ, მოდას, ოდითგანვე, პოლიტიკასთან ჰქონდა კავშირი.. იტალიის წვლილი, მოდის ისტორიის განვითარებაში, რენესანსის ეპოქაზე, ქალაქებისა და სახელმწიფოების აყვავების ხანაზე მოდის. სათავეში ვენეცია და ფლორენცია იყო - ორივე მნიშვნელოვანი პუნქტი, აღმოსავლეთის ქვეყნებთან შემოსავლიანი ვაჭრობისთვის. XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმის ნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდა... მოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.
ბურგუნდიაც, განსაკუთრებული ქსოვილის წარმოების მეოხებით, ათასწლეულების განმავლობაში, იძლეოდა ტონს ევროპულ მოდაში. თუმცა, ეს ეპოქაც დასრულდა და ბურგუნდია ესპანეთმა ჩაანცვლა. იმ პერიოდში გამეფებულმა შავმა ფერმა, ქვეყნის მმართველთა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. იმპერიაში, სადაც მზე არასოდეს აღწევდა, შავ, გახამებულ სამოსთან ერთად, ამაყმა დიდებულებმა კრინოლინიც მოირგეს. ასეთი სამოსით ისინი თავიანთ ღირსებასა და წესიერებას უსვამდნენ ხაზს... მოდის წინააღმდეგ განწყობილი ესპანეთის კონსერვატული წრეები კი ცვლილებებს, მოდაში, გასაქანს არ აძლევდნენ და მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდათ სიახლისადმი... 1600 წლის შემდეგ, ესპანეთის პოლიტიკური ჰეგემონია, შეირყა. სიმძიმის ცენტრმა საფრანგეთში გადაინაცვლა და მოდაშიც, სიცოცხლით სავსე პარიზი გამეფდა. კაზანოვა წერდა: «პარიზი ერთადერთი ქალაქია, მსოფლიოში, რომლის სახეც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში მთლიანობაში იცვლებაო».
XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალი კონკურენტი - ლონდონი, გაჩნდა... კონკურენცია იმდენად ძლიერი იყო, რომ, ერთ-ერთი გერმანელი მწერლის, 1768 წელს გაკეთებულ ჩანაწერში ვაწყდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანგლომანიით «შეპყრობილი», ყველაზე მეტად, სწორედ, პარიზი ყოფილა... ამ ვითარებას, როგორც ჩანს, ორი ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობდა ხელს. ინგლისური მოდის ტენდენციები მთელ ევროპასაც მოედო. სპორტული პალტო და სამოსი წვიმიანი ამინდისთვის, მაგალითად, იყო და რჩება ბრიტანულ «კუთვნილებად» მოდაში. თუმცა, პარიზი მაინც მოდის ცენტრია. XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი მოდელიორი - მადამ სკაპარელი და ნინა რიჩი, იყვნენ იტალიელები, მაგრამ იტალიელები პარიზში. XIX საუკუნის ორი წარმატებული ინგლისელი მოდელიორი ვორტ და რედფერიც, იყვნენ «ინგლისელები პარიზში»... როგორც 1865 წელს, ჟურნალი Mo-denwelt წერდა, პარიზი იყო «მოდის რეზიდენცია, საიდანაც მბრძანებელი ქალბატონი აგზავნიდა თავის მითითებებს»...
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment